The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლაშა დოლიძე

ლაშა დოლიძე
Date of birth:17 September, 1965  (59 years)
Category:Scientist, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო - სამეურნეო ფაკულტეტი 1986 წელს; 1993 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი; 2006 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. გამოქვეყნებული აქვს 71 სამეცნიერო შრომა, 2 მონოგრაფია, 3 რეკომენდაცია.

1982–2012წწ. ვ. გულისაშვილის სახელობის სამთო - მეტყევეობის ინსტიტუტი; 2006 – 2012წწ. ამავე ინსტიტუტის ტყის აღდგენისა და სატყეო მელიორაციის სამეცნიერო განყოფილების გამგე; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, სატყეო მეცნიერებათა განყოფილების წევრი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული კოორდინატორი სატყეო საქმის მიმართულებით. 2016 წელს მიღებული აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  საპატიო სიგელი "სატყეო მეურნეობის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის". სატყეო საქმის ექსპერტი.

Member of Organizations

  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილ წევრი, აკადემიკოსი (2021-)

Share: