შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რეჯებ თხილაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კონდიდი, ქობულეთის რაიონი. 1902 წელს რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად შექმნა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია, რომელიც "ბათომის კომიტეტთან" შეთანხმებით მუშაობდა. იგი აწარმოებდა აქტიურ რევოლუციურ მუშაობას, მონაწილეობდა გაფიცვებში, მართავდა მანიფესტაცია-დემონსტრაციებს. 1904 წელს ორჯერ იყო დაპატიმრებული ტერორიზმის ბრალდებით. რეჯებ თხილაიშვილი იყო სკპ(ბ) საოლქო-საკონტროლო კომისიის წევრი (1921 წ., №27, 1930 წ., 14 ივნისი), აღმასკომის წევრი (1930., 9 ივლისი, №21), კომპარტიის წევრი 1926 წლიდან, აჭარის ცაკის წევრი 1925 წლიდან. რევოლუციონერ-ორგანიზატორი, ქართველ მუსლიმთა პირველი წითელი მედროშე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.371
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |