შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ინანიშვილი![]()
ბიოგრაფია1835-1836 წლებში რუსულიდან თარგმნა იოანე პეტრიწის მიერ ნათარგმნი ებრაელთა ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის (ცხოვრობდა დაახლოებით I საუკუნის 37-95 წლებში) თხზულების, "იოსიპოსის წიგნი ჰურიისა" გაგრძელება - წიგნი 16-20 (წ.-კ. ს. ფონდი №320, 321). რუსულის მიხედვით შეასწორა იმავე თხზულების იოანე პეტრიწის მიერ ლათინურიდან ნათარგმნი თხუთმეტი წიგნი (წ.-კ. ს. ფონდი №315-319, რომელიც გადაწერა აბელ ბაშბეუქოვმა 1840 წელს-წ.-კ. ს. ფონდი №372-374). 1836-1837 წლებში რუსულიდან თარგმნა ლათინურიდან რუსულ ენაზე მიხეილ ალექსის ძის მიერ ნათარგმნი იოსებ ფლავიუსის "ბრძოლისათვის იუდელთასა" (წ.-კ. ს. ფონდი №322-324). დავით დადიანის კარის მოძღვარი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.426
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |