Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე მჭედლიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სიღნაღის მაზრის სოფელი ქოდალო. დაამთავრა ტფილისის ქართული გიმნაზია. 1922 წლიდან მსახურობდა წითელ არმიაში; სწავლობდა გაერთიანებულ სამხედრო სკოლაში. იყო კომკავშირის წევრი 1922 წლიდან. 1926 წლისათვის სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; პარალელურად იყო საარტილერიო ათეულის უფროსი კურსანტთა გაერთიანებულ ქართულ სკოლაში. საქართველოს სსრ სახელმწიფო პოლიტიკურმა სამმართველომ ("გეპეუ") იგი დააპატიმრა 1927 წლის 7 იანვარს, სამხედრო სკოლაში "ახალგაზრდა მარქსისტთა" არალეგალური წრის ორგანიზების, ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდის, 1924 წლის აჯანყებისას დახვრეტილთა ოჯახების დასახმარებლად შემოწირულობების შეგროვების და არალეგალური ლიტერატურის გავრცელების ბრალდებით. საქართველოს სსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს კოლეგიამ 1927 წლის 16 მაისს ალექსანდრე მჭედლიშვილის დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 25 მაისს. წყარო: საზოგადოებრივი არქივი: archive.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |