შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლიდია მგალობლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის ქალთა სასწავლებელი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა ჟურნალ "კვალში" 1896 წელს; 1903 წლიდან ბეჭდავდა ლექსებს ჟურნალ-გაზეთებში: "ივერია", "ნიშადური", "ცნობის ფურცელი", "საქართველო", "მეგობარი", "თეატრი და ცხოვრება". იგი არის ცნობილი ლექსის, "ამას ამბობდა ქართველი, სპარსეთში დატყვევებული..." ავტორი. (გაზეთი "ლიტერატურული საქართველო", "მეტი გულისყური გვამრთებს", 1990 წელი, 16 მარტი, გვ.14-ნინო ჩიხლაძე). ავტორია ლექსთა ერთი კრებულისა, რომელიც 1960 წელს გამოიცა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.425; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.167 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |