The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ბადურაშვილი

გიორგი ბადურაშვილი
Date of birth:24 June, 1947  (77 years)
Category:Businessmen, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ახმეტის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1970 წელს. 

1971-1993წწ. იყო თბილისის საქვაბე-სატურბინო საამქროში მემანქანის თანაშემწე, ამავე საამქროს ცვლის უფროსი, თბოენერგო დანადგარების გაზომვებისა და საამქროს უფროსის მოადგილე, ცენტრალური სარემონტო საამქროს უფროსის მოადგილე, უფროსი, დირექტორის მოადგილე; 1993-1996წწ. დეპარტამენტ "საქენერგოს" თავმჯდომარის მოადგილე; 1996-2008წწ. სახელმწიფო კომპანია "საქენერგოს" გენერაციის გენერალური დირექტორი. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები და სტატიები. დანერგილი აქვს მრავალი რაციონალიზატორული წინადადრბა. კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ოთხი წლის განმავლობაში იყო თბოენერგეტიკსა და ჰიდროენერგეტიკის ფაკულტეტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე. არის მრავალი საერთაშორისო ფორუმისა და ღონისძიების მონაწილე. გაიარა აშშ განვითარების სააგენტოს სამწლიანი პროგრამით სტაჟირება ოკლაჰომაში, მოსკოვსა და თბილისში. 2006 წლიდან საქმიანობს კერძო სექტორში. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 26

Member of Organizations

  • საქართველოს მენერგეტიკის აკადემია, წევრი

Share: