The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იბრაიმ შალიკაძე

იბრაიმ შალიკაძე
დაბადების თარიღი:28 მარტი, 1965  (60 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1985 წელს.

1985-1988წწ. მუშაობდა საბჭოთა კავშირის სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენის" №20 სამშენებლო სამმართველოს მშენებელ ოსტატად, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ბიუროს ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1988-1993წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №5 სამშენებლო ტრესტის №2 სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1993 წლიდან მუშაობა დაიწყო სამშენებლო კომპანია "ანაგის", სამშენებლო წარმოების უფროსად; 2010 წლიდან მუშაობს ამავე კომპანიის მშენებლობის დეპარტამენტის დირექტორად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით სამშენებლო კომპანია "ანაგში" მუშაობის პერიოდში აშენდა ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორებიცაა: ქ. ფოთის საზღვაო პორტის სასაწყობო მეურნეობის კომპლექსი და საინჟინრო-ტექნიკური მომსახურების საწარმო, ქ. თბილისისა და ქ. ბათუმის ძველი უბნების (გრიბოედოვის ქუჩა, ზღვისპირა პარკი, სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი ქ. ბათუმში, მარჯანიშვილის მოედანი, შავთელის ქუჩა და პუშკინის ქუჩა ქ. თბილისში) რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, იუსტიციის სახლები ქ. თბილისში, ქ. მარნეულში, ქ. ოზურგეთში და დ. ანაკლიაში ("ლაზიკა"), საბაჟო ტერმინალები ქ. ბათუმში (ადლიის) და ქ. თბილისში (ლილოს), მასწავლებელთა პროფესიული მომზადების ცენტრი ქ. თბილისში (გლდანი), სავაჭრო კომპლექსი "გალერია თბილისი", სავაჭრო ცენტრების "ისთ პოინტი"-სა და "სითი მოლი"-ს კომპლექსები, კომპანია "რედკოს" ობიექტები დ. გუდაურში, ასიათასობით კვ.მ საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები და სამრეწველო დანიშნულების ობიექტები; მრავალწლიანი წარმატებული შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის დაჯილდოებულ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საპატიო სიგელით".

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 268

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
    მრავალწლიანი წარმატებული შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის

გააზიარე: