The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით შალიკაძე

დავით შალიკაძე
დაბადების თარიღი:26 მარტი, 1964  (61 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კირნათი, ხელვაჩაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მრეწველობის სპეციალობით 1988 წელს.

1980-1985წწ. მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს საპროექტო სახარჯთაღრიცხვო ბიუროს ჯერ მუშად, შემდეგ კი ტექნიკოსად; 1985-1996წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ბათუმის სახლმშენებელი კომბინატის რკინაბეტონის ნაკეთობების დამამზადებელი საამქროს უფროსად, შემდეგ სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლად; 1997 წლიდან მუშაობა დაიწყო სამშენებლო კომპანია "ანაგაში"; იყო სამუშაოთა მწარმოებელი სხვადასხვა მნიშვნელოვან ობიექტებზე; 2009 წლიდან მუშაობს ამავე სამშენებლო კომპანიის ზონალური სამშენებლო წარმოების ხელმძღვანელად (მშენებლობის უფროსად); მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით სამშენებლო კომპანია "ანაგში" მუშაობის პერიოდში აშენდა ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორებიცაა: ადლიის საბაჟო ტერმინალი, სასტუმროს კომპლექსი გონიოში, საბაგირო გზა და სატუმრო ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მრავალფუნქციური კომპლექსი მაზნიაშვილის ქუჩაზე ქ. ბათუმში, მრავალფუნქციური კომპლექსი ლისის ტბის მიმდებარედ, საცხოვრებელი სახლი გ. კარტოზიას ქუჩაზე, ასევე საცხოვრებელი სახლები დიდ დიღომში პეტრიწისა და დ. თავდადებულის ქუჩებს შორის ქ. თბილისში და სხვა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 269

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი
    საქართველოს მშენებლობის სფეროს განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის

გააზიარე: