The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ამირან შენგელია

ამირან შენგელია
Date of birth:19 January, 1923
Date of death:1996  (at 72 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1946 წელს.

1946-1990წწ. მუშაობდა საქართველოს წყალთა მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ საპროექტო ინსტიტუტ "საქწყალპროექტში "ინჟინრად, უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად, პროექტის მთავარ ინჟინრად, განყოფილების გამგედ; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით საპროექტო ინსტიტუტ "საქწყალპროექტში" მუშაობის პერიოდში დამუშავებულ იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სისტემისათვის მრავალი სარწყავ-საირიგაციო კომპლექსებისა და სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობის პროექტები; ასევე რაიონული დაქვემდებარების ქალაქებისა და სოფლების წყალმომარაგების ქსელების პროექტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში; დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს წყლის რესურსების ეფექტიანად გამოყენების რეგიონული საქმეების შედგენაში; იყო ავტორი არაერთი ნოვაციური წინადადების წყალმომარეგების ობიექტების პროექტების დამუშავების საკითხებში და მათი პრაქტიკულად განხორციელების პროცესში; მრავალწლიანი წარმატებული შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 269-270

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: