Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მათე იანქოშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი პატარძეული, საგარეჯოს რაიონი. მუშაობდა ფოსტა-ტელეგრაფში, ამავე დროს მონაწილეობდა რევოლუციურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში. 1917 წელს, რევოლუციის დროს მათე იანქოშვილი აირჩიეს ფოსტის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ, ასევე თავმჯდომარეობდა თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის მოსამსახურეთა კულტურულ-საგანმანათლებლო სექციას, ფოსტის კანტორის საამხანაგო შემნახველ სალაროს; თბილისის დაწესებულებათა ქართველ მოსამსახურეთა დამფუძნებელი ყრილობის დადგენილებით შექმნილმა საზოგადოებამ მას მიანდო წესდების შედგენა. 1905 წელს, ტელეგრაფის ხაზის ხაზ-წერტილოვანი ნიშნები ქართულ ანბანს მიუსადაგა (დაიბეჭდა მის წიგნშივე "ელექტრონი და საოცარი მანქანები"), შემდეგ ეს წიგნი მცირედი ცვლილებებით, ტელეგრაფის სახელმძღვანელო გახდა. ქართულ ენაზე დაწერა ორიგინალური კომედია, რომელშიც ყველა მოქმედი პირის როლს (10-მდე როლი) ერთი მსახიობი ასრულებდა. პერიოდულად, როგორც მსახიობი, დეკლამატორი და მუსიკის შემსრულებელი სრულიად უფასოდ მონაწილეობდა სახალხო თეატრის წარმოდგენებში. 1924 წლის 22 დეკემბერს ამიერკავკასიის ფოსტა-ტელეგრაფის კავშირის გამგეობის თაოსნობით, მიხა ცხაკაიას სახელობის კლუბში 30 წლის მოღვაწეობის იუბილე გადაუხადეს. თბილისის საქალაქთაშორისო სატელეფონო სადგურის უფროსი, სატელეგრაფო და სატელეფონო კავშირების განვითარების მოამაგე, სცენისმოყვარული. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.373 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |