The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ბარძიმოვი

გიორგი ბარძიმოვი
დაბადების თარიღი:1910
გარდაცვ. თარიღი:1977  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1934 წელს.

1934-1941წწ. მუშაობდა თბილისის ფოლად-თუჯ-სასხმელ ქარხანაში მექანიკოსის თანაშემწედ, მთავარი ინჟინერის მოადგილედ, ქარხნის დირექტორად; 1941-1955წწ. თბილისის მექანიკურ-ლითონგადამამუშავებელი ქარხნის დირექტორი; 1955-1958წწ. საქართველოს სამომხმარებლო კორპორაციის თავმჯდომარის მოადგილე; 1958-1962წწ. ახლადჩამოყალიბებული  "თბილგაზის" სამმართველოს უფროსი; 1962-1966წწ. "საქმთავარგაზის" სამმართველოს უფროსი და კომუნალური მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 1966-1972წწ. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს გაზიფიკაციის მთავარი სამმართველოს უფროსი. დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით. სამჯერ იყო არჩეული საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 33

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი (2 ორდენი)
  • ლენინის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: