The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გერასიმე ბაჩილავა

დაბადების თარიღი:1904
გარდაცვ. თარიღი:1979  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ინჩხური, მარტვილის რაიონი.

1923-1928წწ. მუშაობდა მუშად მარტვილის რაიონში მიმდინარე პირველი ელექტროსადგურის - "აბჰესის" მშენებლობაზე;  შემდეგ ეუფლება ტურბინ-მემანქანის სპეციალობას და 1930-1935წწ. მუშაობს ელექტროსადგურში მორიგე-მემანქანედ, მონაწილეობს მიმდებარე ელექტრული ქსელის საექსპლუატაციო სამუშაოების შესრულებაში. აშენდა 110კვ. ელექტროგადამცემი ხაზი აბჰესი-რიონჰესი-ზაჰესი და ამ სამი ელექტროგურის გაერთიანებით საფუძველი ჩაეყარა საქართველოს ენერგო სისტემის ჩამოყალიბებას (1933). აქტიურად მონაწილეობს სამეგრელოში არსებული ელექტრული ქსელების ექსპლუატაციისა და ელექტროფიკაციის შემდგომი განვითარების საკითხების გადაწყვეტაში; 1935-1937წწ. მარტვილის რაისაბჭოს აღმასკომის ადგილობრივი მრეწველობის განყოფილების გამგე; 1937-1979წწ. აბჰესის დირექტორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 33


გააზიარე: