The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოჩა შენგელია

გოჩა შენგელია
დაბადების თარიღი:19 სექტემბერი, 1962  (62 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა მესტია.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1985 წელს.

1985-1994წწ. მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №4 სახლმშენებელ კომბინატში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად (უბნის უფროსად); 1995-2004წწ. ეწეოდა კერძო სამეწარმეო საქმიანობას მშენებლობის სფეროში; 2005-2010წწ. იყო დეველოპერული კომპანია (შპს) "აქსისი"-ს უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი (უბნის უფროსი); №1 სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 2010-2015წწ. კომპანია "აქსისი"-ს მთავარი ინჟინერი; 2015 წლიდან მუშაობს დეველოპერული კომპანია "აქსის გრუპი"-ს და "აქსის კონსტრაქშენი"-ს მთავარ ინჟინრად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა მრავალი საცხოვრებელი სახლი ქ. თბილისის გლდანის, ვარკეთილისა და ნუცუბიძის პლატოს მიკრორაიონებში; აქტიურად იყო ჩართული ქ. თბილისში არსენას ქუჩის აღდგენისა და სამაჩაბლოს სოფელ საცხენეთში მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის სამუშაოების შესრულების საქმეში; 2008 წლის ომის შემდეგ, ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში, ქარელისრაიონის სოფელ ახალსოფელში; დეველოპერულ კომპანია "აქსის გრუპში" მუშაობის პერიოდში მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა საცხოვრებელი სახლები ქ. თბილისში - მცხეთის, აბაშიძის, კედიას ქუჩებზე, საცხოვრებელი კომპლექსები "აქსის პალასი-1", "აქსის პალასი-2", "აქსის პალასი საირმე" და "აქსის თაუერი" ("ტყუპი ცათამბჯენები") ჭავჭავაძის გამზირზე; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 271-272


გააზიარე: