შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გერონტი შენგელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე. დაამთავრა ქ. მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო საინჟინრო ინსტიტუტი 1964 წელს. 1964-1974წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სამშენებლო გაერთიანება "საქწყალმშენის" სამშენებლოტრესტ "კოლხიდმშენის" ქ. ოჩამჩირის მოძრავ-მექანიზებული კოლონის სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად და კოლონის უფროსად; 1975-1985წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სისტემაში, სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქსათბურმშენის" ქ. ოჩამჩირის №56 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსად; შემდეგ წლებში სხვადასხვა დროს მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რიგ სამშენებლო ორგანიზაციებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე; 1992 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარტიული და საბჭოთა ორგანოების რეკომენდაციით დაინიშნა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სამშენებლო გაერთიანება "საქწყალმშენის" სამშენებლო ტრესტ "აფხაზწყალმშენის" მმართველად; დიდი წვლილი აქვს შეტანილი წყალსამელიორაციო ობიექტების მშენებლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე; ასევე მისი ხელმძღვანელობით აშენებულ იქნა კინდღის სასათბურე მეურნეობის კომპლექსი; პროფესიული საქმიანობის პარალელურად ეწეოდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას; ოყო შოთა რუსთაველის საზოგადოების ოჩამჩირის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 272-273 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |