The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბასე ჯაფაროვა

ბასე ჯაფაროვა
დაბადების თარიღი:10 სექტემბერი, 1943
გარდაცვ. თარიღი:8 დეკემბერი, 2018  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1967 წელს, ხოლო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი 1972 წელს.

1972 წლიდან მუშაობდა ვასო აბაშიძის სახელობის თბილისის სახელმწიფო მუსკომედიის თეატრში მხატვრად. 1972-1977 წლებში მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებში. 1974 წელს მოეწყო მისი ნამუშევრების გამოფენა დორტმუნდსა და საარბრიუკენში (გერმანია). 1980 წელს მოეწყო მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა თბილისში. 1983 წელს მისი ნახატი "ოჯახი" წარმოდგენილი იყო თბილისის მხატვართა სახლში "გეორგიევსკის ტრაქტატის" 200 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე. 1992 წელს მისი ნახატები გამოიფინა მოსკოვის ერთ-ერთ საგამოფენო დარბაზში. 1993 წელს შედგა მისი პერსონალური გამოფენა მოსკოვის მსახიობის ცენტრალურ სახლში. 1994 წელს ბასე ჯაფაროვას ნამუშევრები წარმოდგენილი იყო თბილისის ხელოვნების მუზეუმში. 1998 წელს შედგა მისი პერსონალური გამოფენა ქარვასლაში. ბასე ჯაფაროვას ნახატები ინახება ხელოვნების მოყვარულთა კერძო კოლექციებში ავსტრალიაში, რუსეთში, ისრაელში, საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, იაპონიაში, უკრაინაში, თურქეთში, ბელგიასა და აშშ-ში.

წყარო: საქართველოს ეიზიდთა სასულიერო საბჭო: yezidi.ge


გააზიარე: