შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქერიმ ამოევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი არტაშრი, სომხეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სპარსული ენისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის სპეციალობით 1964 წელს დაიცვა სადიპლომო ნამუშევარი ქურთულ პრობლემატიკაზე: "შარაფ-ხან ბითლისელის შარაფ-ნამე ქურთების ისტორიის პირველწყარო". 1965-1968 წლებში სწავლობდა ბაქოში აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიიის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ასპირანტურაში განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის (ირანის ეკონომიკის) სპეციალობაზე. 1969 წელს, თბილისში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში. 1970-1973 წლებში მუშაობდა სტატისტიკის ცენტრალურ სამმართველოში ჯერ მოსახლეობის აღწერის, ხოლო შემდეგ - ძირითადი ფონდების შეფასების განყოფილების გამგის მოადგილედ. 1973 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე "ირანის ქურთისტანის ეკონომიკური მდგომარეობა (1945-1963 წწ.)". 1973-1986 წლებში მუშაობდა სახალხო მეურნეობის დაგეგმარებისა და ეკონომიკის ინსტიტუტში ჯერ ინფორმაციის განყოფილების დარგობრივ ხელმძღვანელად, ინსტიტუტის მეცნიერ-მდივნად, ხოლო შემდეგ - სოციალური სფეროს დარგობრივ ხელმძღვანელად. 1994-2008 წლებში იყო თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში ჯერ სასწავლო ნაწილის გამგე, ხოლო შემდეგ ინსტიტუტის პრორექტორი. 2009-2016 წლებში მუშაობდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელად, იგი ასევე იყო აკად. გ. წერეთელის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტისა და აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის სამეცნიერო გამოცემების - «ორიენტალისტი» და «პერსპექტივა» - სარედაქციო კოლეგიის წევრი. ქერიმ ამოევი არის გერმანული აკადემიის სპეციალისტების გაცვლითი პროგრამის სტიპენდიანდი; სოროსის ფონდის გრანტის მფლობელი, რომლის ფინანსური დახმარებით გამოსცა წიგნი "ქურთულ-ეზიდური და ქართული ფოლკლორის ნიმუშები" (2001 ). იგი მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო კონგრესსა და სიმპოზიუმში (მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, ერევანი, თბილისი, ერბილსა და ბაქოში). მას დაწერილი აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 6 წიგნი: "ეზიდური წმინდა წიგნები" (1999), "ქურთულ და ქართული ფოლკლორის ნიმუშები" (2001), "ქურთული საკითხი საერთაშორისო შეთანხმებებში" (2007) "ქურთები: ისტორია, ეკონომიკა (2008), "ეზიდური დამწერლობა" (თანაავტორი, 2013 ), "ეზიდები და მათი რელიგია" (2017). აღმოსავლეთმცოდნე-ეკონომისტი, ირანისტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს ეიზიდთა სასულიერო საბჭო: yezidi.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |