შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა შეროზია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1942 წელს. სწავლის პერიოდში მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო ობიქეტებზე; ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს დიდ სამამულო ომში; მიღებული აქვს მონაწილეობა ქალაქების ვარშავისა და ხარკოვის აღდგენაში; 1948 წელს მუშაობდა ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" №54 მექანიზებულ კოლონაში სამუშაოთა მწარმოებლად; მისი მონაწილეობით აშენებულია შემდეგი ობიექტები: ავჭალის მეტალოკონსტრუქციების ქარხანა თავისი დასახლებით, 110 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი "ხაშური-ბორჯომი-ახალციხე", 220კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი "რუსთავი-გურჯაანი"; 1967 წელს დაინიშნა დაღესტნის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" №64 მექანიზებული კოლონის უფროსად; წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ჩრდილო კავკასიაში ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობას; 1967-1973წწ. მისი ხელმძღვანელობით აშენებული იყო სამი 330კვ. ელექტროგადამცემი ხაზი: "ჩირკეის ჰიდროელექტროსადგური - ჩირიურტი", "ჩირიურტი-მაჰაჩყალა" და "მაჰაჩყალა-დერბენტი" (საერთო სიგრძე 294კმ) და სამი 330 კვ. ქვესადგური: "ჩირიურტი" "მაჰაჩყალა" და "დერბენტი; ამავე პერიოდში აშენებული იყო მთელი რიგი 35-110კვ. ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები დაღესტნის მთიანი რეგიონის ურთულეს პირობებში; აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული 500კვ. ელექტროგადამცემი ხაზის "კავკასიონის" აღდგენაში; დაჯილდოებული იყო მრავალი მედლითა და ორდენით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 273 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |