The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა შეროზია

შოთა შეროზია
Date of birth:1915
Date of death:2003  (at 88 years)
Category:Engineer

Biography

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1942 წელს.

სწავლის პერიოდში მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო ობიქეტებზე; ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს დიდ სამამულო ომში; მიღებული აქვს მონაწილეობა ქალაქების ვარშავისა და ხარკოვის აღდგენაში; 1948 წელს მუშაობდა ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" №54  მექანიზებულ კოლონაში სამუშაოთა მწარმოებლად; მისი მონაწილეობით აშენებულია შემდეგი ობიექტები: ავჭალის მეტალოკონსტრუქციების ქარხანა თავისი დასახლებით, 110 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი "ხაშური-ბორჯომი-ახალციხე", 220კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი "რუსთავი-გურჯაანი"; 1967 წელს დაინიშნა დაღესტნის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" №64 მექანიზებული კოლონის უფროსად; წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ჩრდილო კავკასიაში ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობას; 1967-1973წწ. მისი ხელმძღვანელობით აშენებული იყო სამი 330კვ. ელექტროგადამცემი ხაზი: "ჩირკეის ჰიდროელექტროსადგური - ჩირიურტი", "ჩირიურტი-მაჰაჩყალა" და "მაჰაჩყალა-დერბენტი"  (საერთო სიგრძე 294კმ) და სამი 330 კვ. ქვესადგური: "ჩირიურტი" "მაჰაჩყალა" და "დერბენტი; ამავე პერიოდში აშენებული იყო მთელი რიგი 35-110კვ. ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები დაღესტნის მთიანი რეგიონის ურთულეს პირობებში; აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული 500კვ. ელექტროგადამცემი ხაზის "კავკასიონის" აღდგენაში; დაჯილდოებული იყო მრავალი მედლითა და ორდენით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 273

Awards and Honors

  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • სამამულო ომის Ii ხარისხის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: