შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლუსია ალოევა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1953 წელს. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ბოტანიკის კათედრაზე ლაბორანტად. 1954-1956 წლებში სწავლობდა მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტში საღამოს განყოფილებაზე, 1959 წელს ჩააბარა ასპირანტურაში (დაუსწრებელი განყ-ბა), რომელიც დაამთავრა 1963 წელს. 1976 წელს დისერტაცია დაიცვა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. ლუსია ალოევა იყო პირველი ეზიდი ქალი, რომელიც ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი გახდა. 1971 წლიდან იყო ამავე კათედრის დოცენტი. 1968-1983 წლებში ლექციებს კითხულობდა ა. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. პირველი სტუდენტი ეზიდი ქალი. წყარო: საქართველოს ეიზიდთა სასულიერო საბჭო: yezidi.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |