Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მურად შუბითიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1976 წელს. 1976-1978წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "ულიანოვსკსოფლმშენი"-ს №730 მოძრავ-მექანიზებულ კოლონაში, ჯერ ოსტატად, შემდეგ სამუშაოთა მწარმოებლად; 1978-1982წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №10 სამშენებლო ტრესტ "მაღლივმშენის" №2 სამშენებლო სამმართველოს მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1982-1995წწ. საქართველოს საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტროს საწარმოო გაერთიანება "თბილავტოტექმომსახურების" დირექტორის მოაედგილედ მშენებლობის განხრით; 1996-2006წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე; 2006 წლიდან მუშაობს შპს "ი.მ.კ."-ში სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად (უბნის უფროსად); მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენებულ იქნა არაერთი მაღლივი 16 სართულიანი საცხოვრებელი სახლი ქ. თბილისის მიკრორაიონებში, ასევე სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტები, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირგაბმულობის კომპანია "მაგთის" ოფისი და კლუბი, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის კომპლექსი რუსთაველის გამზირზე ქ. თბილისში და სხვა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 274
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |