შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ ჩიგოგიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1985 წელს. 1985-1989წწ. მუშაობდა ქ. თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიეპი") - არქიტექტორად; 1992 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე; 2008 წელს დაიცვა დისერტაცია არქიტექტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თემაზე "ურბანული ტეროტორიის სამომხმარებლო ღირებულების არქიტექტურულ-გეგმარებითი ასპექტები"; არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერიერისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსი, არქიტექტურის დოქტორი, პროფესორი, არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი; 1989-2006წწ. მუშაობდა როგორც მიწვეული სპეციალისტი სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ "თბილარქთეორია"-ში მეცნიერ-თანამშრომლად; მრავალწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 277-278
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |