The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ ბენდელიანი

ჯემალ ბენდელიანი
დაბადების თარიღი:1938
გარდაცვ. თარიღი:2005  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ჩოხატაური.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკული ფაკულტეტი 1960 წელს და ასპირანტურა 1968 წელს.

1960-1965წწ. მუშაობდა თბილისის ელექტროტექნიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში ინჟინრად; 1965-1968წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო ელექტრონიკის კათედრის ასისტენტი; ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობას. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროში შედიოდა მძლავრი ნახევგამტარული ვენტილური გარდამქმნელების ელექტრომაგნიტური პროცესების კვლევა. არის 35 სამეცნიერო მაშრომის, 2 სახელმძღვანელოს, 11 დამხმარე სახელმძღვანელოს და 2 მეთოდური ნაშრომის ავტორი. დიდი წვლილი აქვს შეტანილი ტექნიკური ელქტრონიკის კათედრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნაში.  ტექნიკის მეცნიერებათა კანდიტატი (1969), დოცენტი; ტექნიკურ მეცნიერებატა დოქტორი (2004), პროფესორი (2004). დაჯილდოებულია ორი მედლით და სამკერდე ნიშნით "წარჩინებული მოღვაწეობისათვის შრომაში".

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 36-37

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: