The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ ბეჟანიშვილი

ჯემალ ბეჟანიშვილი
დაბადების თარიღი:3 აგვისტო, 1946  (78 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1969 წელს.

1969-1972წწ. მუშაობდა ელექტრონულ-იონურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1972-1992წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო საწარმოთა ელექტრომოწყობილობების კათედრაზე უფროსი ლაბორანტის, ასისტენტის, დოცენტის თანამდებობაზე; 1987-1991წწ. მივლინებული იქნა ქ. კონაკრის  (გვინეის რესპუბლიკა) უნივერსიტეტში: 1988-1991წწ. არჩეული იქნა ელექტროტექნიკური ფაკულტეტის დეკანად, ამავე დროს ასრულებდა კათედრის გამგის მოვალეობას; 1992-1996წწ  ქარხანა "თბილხელსაწყოს " მთ. ინჟინრის მოადგილე, მთ. ინჟინერი, ხოლო 1999 წლიდამ დირექტორი. არის 20 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ტექნიკის მეცცნიერებათა კანდიდატი (1983, დაიცვა მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტში).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.37


გააზიარე: