The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიტო ბახია

მიტო ბახია
ოფიციალური სახელი:მელიტონ ბახია
დაბადების თარიღი:1936
გარდაცვ. თარიღი:2002  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი 1964 წელს.

1964 წლიდან მუშაობდა ტრესტ "საქნავთობის" სისტემაში: 1964-1968წწ. მბურღავის თანაშემწე, ბურღვის ოსტატი, ჭაბურღილის უფროსი; 1968-1972წწ. "საქნავთობის" კოლხეთის ბურღვის კანტორის მთავარი ინჟინერი; 1972-1973წწ. "საქნავთობის" ნავთობაზის მეურნეობის მთავარი ინჟინერი; 1973-1975წწ. "საქნავთობის" თბილისისპირა ღრმა ბურღვის ძიების მთავარი ინჟინერი; 1975-1980წწ. აღმოსავლეთ საქართველოს ღრმა საძიებო ბურღვის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1980-1983წწ. "საქნავთობის" დასავლეთ საქართველოს საძიებო ბუღვის სამმართველოს უფროსად; 1983-1986წწ. გეოლოგიური საძიებო კანტორის დირექტორის მოადგილე; 1986-1992წწ. ვაზიანის ღრმა საძიებო ბურღვის საცდელ-ექსპერიმენტული ექსპლუატაციის უფროსი; 1992-1995წწ. "საქნავთობის" გენერალური დირექტორის მოადგილებურღვის დარგში; 1995-1996წწ. საქნავთობის" ტექნოლოგიური მომსახურების მთავარი სამმართველოს უფროსი; 1996-1997წწ. "საქნავთობის" შპს "ნავთობგაზტექნოლოგიის"გენერალური დირექტორი; 1997-2002წწ. მუშაობდა ერთობლივ საწარმო შპს "კახეთის ნავთობის" და "რამკოენერჯის" გენერალურ დირექტორად. 1970 წელს დაჯილდოვდა საიუბილეო მედლით "წარმატებული მუშაკი", 1971 წელს საპატიო სიგელით, 1982 წელს "ნავთობის მრეწველობის წარმატებული მუშაკის" ნიშნით, არჩეული იყო ლანჩხუთის რაიონული საბჭოს დეპუტატად, 2001 წელს მიენიჭა ნავთობისა და გაზის მრეწველობის საპატიო მუშაკის წოდება.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.334-35


გააზიარე: