The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბორისი ბახმატევი

ბორისი ბახმატევი
Date of birth:1 May, 1880
Date of death:21 July, 1951  (at 71 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის რკინიგზის ტრანსპორტის ინსტიტუტი 1904 წელს.

1910 წლიდან  სანქტ-პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტი: უფროსი მასწავლებელი ჰიდრავლიკის დარგში; 1912 წელს -გამოყენებითი მექანიკის ადიუნქტი; 1913 წელს-პროფესორი. 1913 წელს პირველად რუსეთში შეადგინა ჰიდრავლიკისა და ჰიდრომექანიკის სრული კურსი; 1911-1913წწ. პირველმა შეადგინა მდ. რიონზე ჰიდროელექტროსადგურის აგების სქემა, მშენებლობის წარმოების პროექტი და ხარჯთაღრიცხვა. ელექტროსადგურის სიმძლავრე შეადგენდა 15 ათას კვტ-ს.  რიონჰესი იმ მცირერიცხოვანი ელექტროსადგურების სიაშია, რომელთა ტექნიკური პროექტი შედგა პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ. იმავე წლებში ელექტროტექნიკოს ფ. როპთან ერთად ერთობლივად ჩატარდა მნიშვნელოვანი მოცულობის გამოკვლევები მდ. ენგურზე; 1917 წლიდან აშშ-ია; 1923 წლიდან ლიონ მატჩის ჰიდროენერგეტიკული კომპანიის დირექტორი; 1924 წლიდან  კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი; 1931 წელს გამოვიდა მისი კაპიტალური ნაშრომი "ღია კალაპოტების ჰიდრავლიკა"; 1946 წლის პანამის არხის რეკონსტრუქციის ბიუროს წევრი. მიღებული აქვს 6 დიდი საერთაშორისო ჯილდო.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.36

Member of Organizations

  • აშშ-ის სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოება, წევრი (1937-1952)

Share: