Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოგოლა მარგველაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სუბტროპიკული მეურნეობის ფაკულტეტი, კვალიფიკაცია: სწავლული აგრონომი, 1962 წელს. 1963-1966წწ. იყო ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის იმერეთის საყრდენი პუნქტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1966-1969წწ. - ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1970 წელს დაიცვა დისერტაცია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად "აგროქიმიის" სპეციალობით; 1971-1978წწ. - აგროქიმიური მომსახურების ცენტრალური ინსტიტუტის თბილისის ფილიალის "ნიადაგის ანალიზების" ლაბორატორიის გამგე; 1989 წელს დაიცვა დისერტაცია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად - "აგროქიმიის"- სპეციალობით; 1990 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1978-1993წწ. იყო მ. საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის მაკროელემენტების განყოფილების გამგე; 1993-2005წწ. - დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 2005-2007წწ. - ამავე ინსტიტუტის დირექტორი. 2010 წლიდან არის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, პრეზიდიუმის წევრი; ეროვნული კოორდინატორი და ექსპერტი აგროქიმიისა და ნიადაგმცოდნეობის დარგში. მისი ხელმძღვანელობით მომზადებულია 17 მეცნიერებათა კანდიდატი და 4 მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოს ისტორიაში ქალბატონი გოგოლა ერთადერთი ქართველი აკადემიკოსი ქალია აგროქიმიის სპეციალობით. იგი ითვლება აღმოსავლეთ საქართველოს ძირითადი ტიპის ნიადაგებში ფოსფორიანი სასუქების ეფექტური გამოყენების თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების დამუშავების ქართული სამეცნიერო სკოლის ხელმძღვანელად. მუშაობს ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების, მცენარის კვების გაუმჯობესების და სასუქების სწორად გამოყენების თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე, რომელთა მიზანია მაღალი და მყარი მოსავლის მოიღება პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებით და გარემოს დაბინძურებისაგან დაცვის გათვალისწინებით. შემუშავებულია მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციები აზოტის, ფოსფორის და კალიუმის ბალანსის გასაუმჯობესებლად საქართველოს მიწათმოქმედებაში. 155 პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის, 2 მონოგრაფია, 5 სახელმძღვანელო. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1990), აკადემიკოსი. წყარო: ქეთევან ჭიპაშვილის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.528 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |