The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუბენ ჩინჩალაძე

რუბენ ჩინჩალაძე
დაბადების თარიღი:20 ოქტომბერი, 1940  (84 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ტყემლოვანი, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის დაუსწრებელი სწავლების განყოფილება, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1972 წელს.

1959-1962წწ. გაწვეული იყო საბჭოთა არმიის რიგებში, სავალდებულო სამხედრო სამსახურში; შრომითი საქმიანობა დაიწყო 1966 წელს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №8 სამშენებლო ტრესტ "ჭიათურმანგანმშენი"-ს ზესტაფონის სამშენებლო სამმართველოს საწარმოო განყოფილებაში; 1968-1971წწ. მუშაობდა სსრკ შავი მეტალურგიის სამინისტროს ტრესტ "ცენტრმეტალურგრემონტი"-ს ზესტაფონის სპეციალიზებულ სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად; 1972-1991წწ. სსრკ შავი მეტალურგიის ტრესტ "ცენტმეტალურგრემონტი"-ს ზესტაფონის სპეციალიზებული სამმართველოს ჯერ უფროს სამუშაოთა მწარმოებლად (უბნის უფროსად), შემდეგ კი მთავარ ინჟინრად და სამმართველოს უფროსად; 1991 წლიდან მუშაობს სააქციო საზოგადოება, სამშენებლო-საწარმოო გაერთიანება "იმერეთი"-ს გენერალურ დირექტორად; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელებული არის მრავალი საცხოვრებელი სახლის, სამრეწველო, კულტურულ-საგანმანათლებლო და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მშენებლობა; მათ შორის: მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ქ. ზესტაფონში და ქ. ჭიათურაში, ზესტაფონის "ფეროშენადნობთა" ქარხნისა და საწარმოო გაერთიანება "ჭიათურმანგანუმის" ობიექტების მშენებლობა, რეკონსტრუქცია-გადაიარაღება, სპორტის სასახლეების მშენებლობა და რეაბილიტაცია ქ. ზესტაფონში და ქ. ტყიბულში, სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაცია ქ. ბათუმში და კულტურის სახლის მსენებლობა ქ. ზესტაფონში, ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კორპუსის ქ. ქუთაისში, სკოლის მშენებლობა ლანჩხუთის რაიონში და საბავშვო ბაღის ქობულეთის რაიონში, საოლქო სასამართლოს შენობის რეკონსტრუქცია ქ. ქუთაისში და სხვა; აგრეთვე სარეკონსტრუქციო სამუშაოები ქ. ლიეპაის (ლატვია) მეტალურგიული ქარხნის, ქ. პოდოლსკის (მოსკოვის ოლქი) და ქ. თუმანიანის (სომხეთი) ცეცხლგამძლე ნაწარმის ქარხნის, ქ. პრესკოვკის (რუსეთის ფრ) თუჯჩამოსასხმელი ქარხნისა და ქ. ბუდიონოვსკის (რუსეთის ფრ) საავადმყოფოს კორპუსის და სხვა; ასევე მონაწილეობდა მიწისძვრის შედეგად დაზიანებული ქ. სპიტაკის (სომხეთი) ქარხანა "ლიფტმშენი"-ს და საცხოვრებელი სახლების აღდგენითი სამუშაოების შესრულებაში; მრავალწლიანი წარმატებული შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1983).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 279-280

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 1986 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1984 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • 1970 - მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"

გააზიარე: