The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ბერაია

ოთარ ბერაია
დაბადების თარიღი:1913
გარდაცვ. თარიღი:1978  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ხობის რაიონი.

დაამთავრა დონბასის ინდუსტრიული ტექნიკუმი მექანიკოს-კონსტრუქტორის კვალიფიკაციით 1935 წელს.

1935-1937წწ. მუშაობდა დონბასში; 1937-1939წწ. ხრამჰესის მშენებლობა, მთავარი მექანიკოსის განყოფილება, მშენებლობის მწარმოებელი; 1939-1943წწ. ტრესტ "საქნავთობის" სამშენებლო კანტორა, უფროსი ინჟინერ-მემონტაჟე; 1944-1955წწ. ტრესტ "საქნავთობის" ნორიოს ბურღვის კანტორის მთავარი მექანიკოსი, მექანიკურ-ენერგეტიკული განყოფილების უფროსი; 1956-1961წწწწ. ტრესტ "საქნავთობის" ნავთობსარეწის სამმართველოს ბურღვის კანტორის მთავარი მექანიკოსი; 1961-1962წწ. ტრესტ "საქნავთობის" კოშკსამონტაჟო კანტორის მთავარი ინჟინერი, დირექტორის მოადგილე; 1962-1969წწ. წითელწყაროს ბურღვის კანტორის კოშკსამონტაჟო საამქროს უფროსი; 1969-1975წწ. თბილისისპირა ღრმა ბურღვის დაზვერვის სამსახური, კოშკსამონტაჟო საამქროს უფროსი ოსტატი; 1975 წელს დაინიშნა აღმოსავლეთ საქართველოს ღრმა ბურღვის სამმართველოს სარემონტო საამქროს უფროსი ოსტატი. დაჯილდოებული იყო: საიუბილეო მედლით "წარმატებული შრომისთვი", მინიჭებული ნჰქონდა ორჯერ სსრკ ნავთომომპოვებელი  და ნავთობის მრეწველობის "ფრიადოსანის" წოდება და "საპატიო მენავთობის" წოდება.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.37-38


გააზიარე: