Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გენადი ჩიქვანაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა ქ. მოსკოვის წყალთამეურნეობის საინჟინრო ინსტიტუტის ჰიდროტექნიკური ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაცია 1959 წელს. 1959 წელს მუშაობა დაიწყო სამშენებლო ტრესტ "კოლხიდმშენის" სისტემაში, აფხაზეთის სამშენებლო სამმართველოს მშენებელ ოსტატად, შემდეგ მუშაობდა სსრკ საშუალო მანქანათმშენებლობის სამინისტროს ს/ყ №0908 ქ. სოხუმის სამშენებლო სამმართველოს ინჟინრად; 1970-1976წწ. მუშაობდა სოხუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს კაპიტალური მშენებლობის განყოფილების გამგედ; 1977-1985წწ. მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარტიულ და საბჭოთა ორგანოებში; იყო საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის კაპიტალური მშენებლობის განყოფილების გამგე და სოხუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ პირველი მოადგილე; 1985 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოში, სადაც მუშაობდა ჯერ მთავარ ინჟინრად, შემდეგ სამმართველოს უფროსად; 1992-1993წწ. აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა რუსეთის ფედერაციის ტვერის ოლქში, სადაც 1994 წლიდან მუშაობდა ხე-ტყის გადამამუშავებელი სააქციო საზოგადოების დირექტორად; დიდი წვლილი მიუძღვის, 1977-1992წწ. პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამშენებლო სფეროს განვითარების საქმეში; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, განხორციელდა მრავალი სამრეწველო, კულტურულ-საგანმანათლებლო, კომუნალური მეორნეობისა და სხვა ინფრასტრუქტურული დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობა; მრავალწლიანი წარმატებული შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები, მათ შორის: აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის "საპატიო სიგელი", აფხაზეთის დამსახურებული ინჟინრის წოდება. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 280-281 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |