The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანზორ ჩიქობავა

ანზორ ჩიქობავა
Date of birth:6 January, 1936
Date of death:2017  (at 80 years)
Category:Inventor, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამთოსაწარმოთა მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1960 წელს.

1960-1963წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქგიპროშახტში" უფროს ინჟინრად; 1964 წელს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში" უფროს ინჟინრად; 1965-1971წწ. მუშაობდა ქ. თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტალური პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიეპი") - უფროს ინჟინრად, ექსპერიმენტული პროექტირების ჯგუფში, შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელად და პროექტის მთავარ კონსტრუქტორად არქიტექტურულ სახელოსნოში; 1972-1975წწ. მივლინებული იყო ირანის რესპუბლიკაში ქ. თეირანის ქალაქმშენებლობის ჯგუფში, საბჭოთა კავშირის სპეციალისტებთან ერთად; 1975 წლიდან, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, კვლავ აგრძელებს მუშაობას ქ. თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში, სადაც დაინიშნა ინდუსტრიული სამშენებლო კონსტრუქციების განყოფილების უფროსად; 1982 წლიდან ინსტიტუტის მთავარ კონსტრუქტორად; 1985-1988წწ. მივლინებული იყო ავღანეთის რესპუბლიკაში ქ. ქაბულის ცენტრალურ სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტში ჯგუფის ხელმძღვანელად; 1988-2004წწ. კვლავ აგრძელებს მუშაობას ქ. თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში მთავარ კონსტრუქტორად; 2005-2009წწ. მუშაობდა კონსტრუქტორ-ექსპერტად შპს "ბურჯი"-ს საპროექტო განყოფილებაში; 2009-2011წწ. ინჟინერ-კონსტრუქტორად შპს "ქართუ მენეჯმენტი"-ს საპროექტო განყოფილებაში; განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი დამსახურება სეისმომედეგი კონსტრუქციების დამუშავებასა და მათი მშენებლობაში დანერგვის საქმეში; მონაწილეობდა ქ. სპიტაკში მიწისძვრით დაზიანებული შენობების რეაბილიტაციის პროექტების ექსპერტიზაში; საჩხერის რაიონში და ქ. თბილისში მიწისძვრით დაზიანებული შენობა-ნაგებობების შემოწმებაში; იკვლევდა და ამუშავებდა სხვადასხვა მიზეზით დაზიანებული შენობა-ნაგებობების აღდგენა-გაძლიერების დოკუმენტაციას, მათ შორის ქ. თბილისში რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული და ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრების; მიღებული ჰქონდა ავღანეთის რესპუბლიკის მედალი და ორი საპატიო სიგელი, საქართველოს მიღწევათა გამოფენის პირველი ხარისხის საპატიო სიგელი, სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია (1982, 1988), 1985 - სსრკ გამომგონებლის სამკერდე ნიშანი (1985) და სხვა; აქტიურად თანამშრომლობდა ქ. მოსკოვის სამშენებლო კონსტრუქციების ცენტრალური ს/კ ინსტიტუტის სამეცნიერო ჟურნალთან "სეისმომედეგი მშენებლობა, ნაგებობათა გაანგარიშება"; ავტორია 22 დანერგილი გამოგონების.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 281-282

Awards and Honors

  • სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ) (ბრინჯაოს მედალი, 2)

Share: