შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შამილ დასნი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. შამილ დასნიმ თავისი პირველი საჭადრაკო ამოცანა გამოაქვეყნა 1962 წელს, სპორტულ გაზეთში "ლელო". გამოქვეყნებული აქვს 200 ამოცანა, უმთავრესად მინიატურული სახით, მის მიერ შედგენილ კარტოთეკაში შესულია 25000 მინი ამოცანა. მისი ამოცანები ქვეყნდებოდა ბელგიაში, იუგოსლავიაში, გერმანიაში, პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, რუმინეთსა და საბჭოთა კავშირში. 1975 წლიდან მუშაობდა თბილისის სამგორის რაიონის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში მწვრთნელად. აღზარდა 700-ზე მეტი მოჭადრაკე-თანრიგოსანი, მათ შორის საერთაშორისო ოსტატები; შეადგინა საჭადრაკო ამოცანათა კრებული ინგლისურ ენაზე, რომელიც მიუძღვნა 1989 წელს გარდაცვლილი ქალიშვილის ხსოვნას. შამილ დასნიმ ასევე ქართულ ენაზე დაწერა წიგნი "ჭადრაკის სიბრძნის სამყაროში", რომელიც მიუძღვნა თავის პედაგოგებს (იგი ვერ მოესწრო ამ წიგნის გამოქვეყნებას). თბილისში არსებობს შამილ დასნის სახელობის საჭადრაკო სკოლა; გამოიცა მისი ამოცანებიც, ერთმა მათგანმა ქალთა საერთაშორისო კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა. დაჯილდოვებული იყო ორდენებითა და ქების სიგელით. სპორტის ოსტატობის კანდიდატი, ჭადრაკის საერთაშორისო კლასის სპეციალისტი. საჭადრაკო კომპოზიტორი. იგი იყო პირველ საჭადრაკო სპეციალისტი ეზიდთა შორის. წყარო: საქართველოს ეიზიდთა სასულიერო საბჭო: yezidi.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |