შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქარიმ რასოევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი თეზიხრაბი (სომხეთი), ვანის ვილაიეთ (ოსმალეთის იმპერია). 1941 წელს დაამთავრა მე-9 ვაჟთა საშუალო სკოლა თბილისში. 1943-1945 წლებში მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, როგორც ნაღმოსანთა ქვედანაყოფის მეთაური, 1944 წელს დაჯილდოვდა მედლით. 1952 წელს დაამთავრა ა. პუშკინის სახელობის ინსტიტუტის პედაგოგიური ფაკულტეტი, ხოლო 1961 წელს - მოსკოვის ჟურნალისტიკისა და ფოტორეპორტაჟის ფაკულტეტი (დაუსწრებელი). 1948-1951 წლებში მუშაობდა სოფელ თამარიანის (ლაგოდეხის რაიონი) საშუალო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 1952-1955 წლებში რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა სოფელ ხომლის საშუალო სკოლაში. 1955 წელს დაინიშნა საქართველოს ტელეგრაფის სააგენტოში კორექტორად, 1959 წელს მუშაობდა იმავე სააგენტოში ლიტერატურულ თანამშრომლად, 1962 წელს გახდა გაზეთ "საბჭოთა პარტიული ცხოვრება" რედაქციის კორესპონტენტი. 1964 წელს იყო ფოტო-საინფორმაციო განყოფილების მთავარი რედაქციის რედაქტორი, 1965 წელს - საქართველოს ტელეგრაფის სააგენტოს მთავარი რედაქტორი. წყარო: საქართველოს ეიზიდთა სასულიერო საბჭო: yezidi.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |