შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქერიმ ანყოსი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. მისი მშობლები 1910 წელს ოსმალეთის იმპერიიდან საქართველოში გამოქცეული ლტოლვილები იყვნენ. ქერიმ ანყოსი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, ერთი წლის შემდეგ, მშობლიური ენის, კულტურისა და რელიგიის უკეთ შესწავლის მიზნით, გადავიდა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ირანული ფილოლოგიის განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1961 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში; შემდეგ დაამთავრა ბაქოს უმაღლესი პარტიული და პოლიტიკური სკოლა. 1979 წელს გადაიყვანეს პარტიულ სამუშაოზე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კი დაიწყო სამეცნიერო კარიერა. იგი სტუდენტობის წლებიდანვე ჩაერთო საქართველოს ქურთებისთვის სასარგებლო საქმეების დაგეგმვასა და განხორციელებაში. 1960-იანი წლებიდან საქართველოში არაერთი ქურთული ორგანიზაცია დაარსა: "ქურთ ახალგაზრდებთან მუშაობის საბჭო", "ქურთ პედაგოგთა საქალაქო ორგანიზაცია", "ქურთთა სახალხო უნივერსიტეტი", საქართველოს მხატვართა კავშირის შემადგენლობაში ცალკე სტრუქტურულ ერთეულად გამოიყო ქურთი მხატვრების გაერთიანება, 1978 წელს საქართველოს ტელერადიო კომიტეტის შემადგენლობაში ქერიმ ანყოსის თაოსნობით შეიქმნა ქურთული რედაქცია და ა. შ. იყო თითქმის ყველა ქურთული ორგანიზაციის დამფუძნებელი, ორგანიზაციების დაარსებისა და მართვის გარდა, ქერიმ ანყოსი უამრავ დროს ხარჯავდა საკუთარი ხალხის ენის, კულტურის, რელიგიისა და ისტორიის კვლევისთვის. წყარო: ინტერნეტ გაზეთი - mastsavlebeli.ge: mastsavlebeli.ge; kurdipedia.org; youtube.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |