შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფატმანი ბებიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1941 წელს. 1941-1948წწ. მუშაობდა თბილისის თბოელექტროცენტრალში ხელოსნაად, ტექნიკოსის მოადგილედ, ტექნიკოსად, მართვის მთავარი ფარის მორიგედ, ელექტროსადგურის მორიგე ინჟინრად; 1948-1952წწ. "საქენერგოს" სადისპეჩერო სამსახურის იზოლაციისა და გადამეტძაბვების დაცვის განყოფილების ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, სამსახურის უფროსი; 1962-1979წწ. "საქმთავარენრგოს ენერგოგანწყობის" იზოლაციის, გადამეტძაბვებისაგან დაცვისა და ელექტრომანქანების საამქროს უფროსი. პენსიაზე გასვლის შემდგომ წლებში მუშაობა გააგრძელა იგივე საწარმოში უფროსი ინჟინრის თანამდებობებზე. მისი ავტორობითა და თანაავტორობით დაიბეჭდა 70-დე სამეცნიერო-ტექნიკური სტატია და ინფორმაცია. მისი ინიციატივით "საქენერგოგანწყობაში" დაინერგა ბაზური ქრომატოგრაფიის მეთოდი. მიღებული აქვს მრავალი სახელმწიფო ჯილდო, მედლები, სიგელები, მადლობები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.35-36; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.365 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |