The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურგენ ჩიჩუა

გურგენ ჩიჩუა
ოფიციალური სახელი:გვანჯი ჩიჩუა
დაბადების თარიღი:10 ოქტომბერი, 1921
გარდაცვ. თარიღი:1981  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1947 წელს.

1947-1967წწ. მუშაობდა საქართველოს კომკავშირის და პარტიულ ორგანოებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე; იყო ქ. თბილისის ლენინის სახელობისა და კალინინის სახელობის რაიონული კომკავშირული ორგანიზაციების პირველი მდივანი, ქ. რუსთავის საქალაქო კომკავშირული კომიტეტის პირველი მდივანი; 1968-1981წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სამონტაჟო და სპეციალური სამუშაოების მთავარი სამმართველოს ("საქმთავარმონტაჟსპეცმშენი") თერმონაკეთობათა სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს ("საქმონტაჟთერმონაკეთობა") უფროსად; დიდია მისი ღვაწლი საქართველოს სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების მრავალი მსხვილი საწარმოებისა და კომპლექსების მშენებლობაში. მათ შორის: რუსთავის მეტალურგიული კომბინატის, ქიმიური ბოჭკოსა და აზოტოვანი სასუქების ქარხნების, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის, ქუთაისის საავტომობილო და სამთო მოწყობილობათა ქარხნების, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის სასწავლო კომპლექსის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე მსხვილი საკურორტო კომპლექსების და სხვა მთელ რიგი საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობის განხორციელებაში; მრავალწლიანი პარტიულ-კომკავშირული და პროფესიული შრომითი მოღვაწეობისა და დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო სსრკ კომკავშირის ცკ "საპატიო სიგელით", საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და საქართველოს კომკავშირის ცკ "საპატიო სიგელებით", სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიით, სხვადასხვა სახელმწიფო მედლებითა და ორდენებით; ხოლო სამმართველო, რომელსაც ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მრავალჯერ იყო დაჯილდოებული გარდამავალი წითელი დროშით საქართველოსა და საბჭოთა კავშირის მასშტაბით სოციალისტურ შეჯიბრებებში გამარჯვებისათვის.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 284-285

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატი

გააზიარე: