Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურგენ ჩიჩუა![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1947 წელს. 1947-1967წწ. მუშაობდა საქართველოს კომკავშირის და პარტიულ ორგანოებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე; იყო ქ. თბილისის ლენინის სახელობისა და კალინინის სახელობის რაიონული კომკავშირული ორგანიზაციების პირველი მდივანი, ქ. რუსთავის საქალაქო კომკავშირული კომიტეტის პირველი მდივანი; 1968-1981წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სამონტაჟო და სპეციალური სამუშაოების მთავარი სამმართველოს ("საქმთავარმონტაჟსპეცმშენი") თერმონაკეთობათა სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს ("საქმონტაჟთერმონაკეთობა") უფროსად; დიდია მისი ღვაწლი საქართველოს სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების მრავალი მსხვილი საწარმოებისა და კომპლექსების მშენებლობაში. მათ შორის: რუსთავის მეტალურგიული კომბინატის, ქიმიური ბოჭკოსა და აზოტოვანი სასუქების ქარხნების, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის, ქუთაისის საავტომობილო და სამთო მოწყობილობათა ქარხნების, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის სასწავლო კომპლექსის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე მსხვილი საკურორტო კომპლექსების და სხვა მთელ რიგი საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობის განხორციელებაში; მრავალწლიანი პარტიულ-კომკავშირული და პროფესიული შრომითი მოღვაწეობისა და დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო სსრკ კომკავშირის ცკ "საპატიო სიგელით", საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და საქართველოს კომკავშირის ცკ "საპატიო სიგელებით", სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიით, სხვადასხვა სახელმწიფო მედლებითა და ორდენებით; ხოლო სამმართველო, რომელსაც ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მრავალჯერ იყო დაჯილდოებული გარდამავალი წითელი დროშით საქართველოსა და საბჭოთა კავშირის მასშტაბით სოციალისტურ შეჯიბრებებში გამარჯვებისათვის. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 284-285 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |