The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაურ ბერიშვილი

Date of birth:6 October, 1941  (83 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერთბოენერგეტიკოსის კვალიფიკაციით 1965 წელს, ასპირანტურა 1974 წელს.

მუშაობდა კრასნოდარში, ჩრთილოეთ-კავკასიის ტრესტ "ცენტრსტროიენერგომონტაჟის" სპეცსამონტაჟო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1968-1996წწ. საქართველოს ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი: უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მის მიერ შესრულებული სამეცნიერო სამუშაოების მიმართულებებია: თბო და ატომური ელექტროსადგურების წყალმომზადება და წყალ-ქიმიური რეჟიმები, თბოენერგეტიკული  დანადგარების  ლითონთა კოროზია, მარილთა გამოლექვები  გეოთერმიულ წყლებში, ორთგენერატორების ქიმიური გარეცხვა და კონსერვაცია, ტურბო და  ჰიდროგენერატორების სტატორის გრაგნილის გაციების სისტემის წყალ-ქიმიური რეჟიმი; 1996-2004წწ. მუშაობდა თბილისის თბოელექტროცენტრალში საქვაბე-სატურბინო საამქროს უფროსის მოადგილედ; 2004 წელს  "თბილსრესში" მთავარი სპეციალისტია; წლების განმავლობაში მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეორიული და ზოგადი თბოტექნიკის და თბოენერგეტიკული დანადგარების კათედრაზე. გამოქვეყნებული აქვს 30 სამეცნიერო ნაშრომი, მიღებული აქვს 5 საავტორო მოწმობა და პატენტი, რომელთა უმრავლესობა დანერგილია წარმოებაში. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.39


Share: