The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაურ ფუტკარაძე

ზაურ ფუტკარაძე
დაბადების თარიღი:20 მარტი, 1962  (63 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი, ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1987 წელს; ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის საკავშირო სამეცნიერო გაერთიანების ასპირანტურის აგროტექნოლოგიის ფაკულტეტი - 1991 წელს; ქ. მინსკის საინფორმაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო აკადემია - 1999 წელს. აკადემიური ხარისხი: ფილოსოფიის დოქტორი საინფორმაციო ტექნოლოგიებში.

1987-1989წწ. - ოზურგეთის რაიონი, დაბა ლაითური, ლაითურის სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმი; 1988-1992წწ. - ოზურგეთი, ჩაის, სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის მრეწველობის საკავშირო სამეცნიერო გაერთიანება, ასპირანტი; 1992-1995წწ. - უკრაინა, აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს წარმომადგენელი უკრაინაში - სოფლის მეურნეობის დარგში; 1995-2000წწ. - სხვადასხვა კომერციული ორგანიზაციების ხელმძღვანელი ბელორუსში; 2000-2005წწ. - შპს ფერმერთა სახლის ხელმძღვანელი; 2005 წლიდან - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია; 2005-2008წწ. - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო  უნივერსიტეტის აგროსაინჟინრო ფაკულტეტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი და დეპარტამენტის ხელმძღვანელი; სადიპლომო დაცვის კომისიის თავმჯდომარე; 2012-2016წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი; 2016 წლიდან - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის სამეცნიერო საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის რეფერირებად და რეცენზირებად საერთაშორისო გამომცემლობებში; მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით განხორციელებულია საგრანტო პროგრამები, როგორც ადგილობრივი ასევე ევროკავშირის ქვეყნების დაფინანსება. სხვადასხვა დროს გავლილი აქვს სწავლების პროგრამები და კვალიფიკაციის ამაღლების კურსები როგორც საქართველოში ასევე,  ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელში, თურქეთში, ჩინეთში, უკრაინასა და ევროკავშირის ქვეყნებში. მონაწილეობა მიღებული აქვს 56 საერთაშორისო და სამეცნიერო კონფერენციასა და სიმპოზიუმებში. სამი პერიოდული სამეცნიერო-საინფორმაციო ჟურნალის სამეცნიერო და სარედაქციო კოლეგიის წევრი: სამეცნიერო-საინფორმაციო ჟურნალი "აგრარული საქართველო", პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი "ხანძთა", აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის "შრომების კრებული"; ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სენატისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრი; ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიის თავმჯდომარე; სარედაქციო საგამომცემლო კოლეგიის წევრი და რეცენზენტი; რვა სახელმძღვანელოს რეცენზენტი და რედაქტორი; 2017 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადებიის მიერ მიენიჭა ექსპერტის წოდება სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგში; საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე და წევრი; შპს "BLOOM BLUBRY"-ის დირექტორი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საგანმანათლებლო-საქველმოქმედო ფონდი "შუბანი", დამფუძნებელი და საბჭოს წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2018 - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრემია
    აგრარულ სფეროში საუკეთესო ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: