The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივლიანე იაშვილი

ივლიანე იაშვილი
დაბადების თარიღი:1876  (149 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სომიწო, ონის რაიონი.

დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო სკოლა.

1900-1905 წლებში, როგორც რსდმპ წევრი მუშაობდა თბილისში პროპაგანდისტ-ორგანიზატორად. 1905 წლის ბოლოს, სხვებთან ერთად ხელმძღვანელობდა რაჭის სახალხო აჯანყებას, რომლის ჩახშობის შემდეგ, იქვე აწარმოებდა არალეგალურ რევოლუციურ მოძრაობას. 1908 წლიდან მუშაობდა თბილისის მეჩექმეთა კავშირში. 1910 წელს შეიპყრეს ბათუმში, გადაიყვანეს ქუთაისში, სადაც თბილისის საქალაქო პალატამ 1911 წლის 14 ოქტომბერს 6 წლით კატორღა მიუსაჯა, სასჯელი მოიხადა სმოლენსკის საკატორღო ციხეში. რევოლუციონერი, პროპაგანდისტ-აგიტატორი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.383


გააზიარე: