The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ ჩაგელიშვილი

რევაზ ჩაგელიშვილი
Date of birth:28 August, 1928  (96 years)
Category:Scientist, Educator, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭიორა, ონის რაიონი.

დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, სპეციალობა სატყეო მეურნეობა, კვალიფიკაცია სატყეო მეურნეობის ინჟინერი 1961 წელს.

1964-1962წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სატყეო ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1965-1964წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, სატყეო ინსტიტუტი, უფროსი ინჟინერი; 1968 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1970-1965 წწ. - სსრ კავშირის სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის თბილისის სატყეო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1976-1970წწ. - სსრ კავშირის სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტი, თბილისის სატყეო ინსტიტუტი, ტყის ჰიდროლოგიური ფუნქციების შემსწავლელი ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1980-1976წწ. - სსრ კავშირის ტყის სახელმწიფო კომიტეტი, თბილისის სატყეო ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-მუშაკი, ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1989-1980წწ. - საქართველოს სატყეო მეურნეობის სამინისტროს ვ. გულისაშვილის სახელობის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის ტყის ეკოლოგიური ფუნქციების ლაბორატორიის გამგე;  1991-2004წწ. - ვ. გულისაშვილის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის ტყის სოციალურ-ეკოლოგიური ფუნქციების შემსწავლელი ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1994-1991წწ. - საქართველოს გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე; 1988 წელს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბუნების დაცვისა და ზოგადი მეტყევეობის კათედრის პროფესორი. 1998 წელს - ვ. გულისაშვილის სახელობის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის კონსულტანტი; 1996-1999წწ. -  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების გარემოს დაცვის ინსტიტუტის დირექტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ სამეცნიერო-საგრანტო პროექტსა და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში. გამოქვეყნებული აქვს 160-ზე მეტი  სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია, 11 სახელმძღვანელო და 1 რეკომენდაცია. 10 წლის განმავლობაში ავსტრიის სატყეო ფედერალური ინსტიტუტის მეცნიერებთან ერთად ეწეოდა ერთობლივ კვლევებს მთის ტყეების ეკოლოგიური ფუნქციების შესწავლის მიზნით. იყო ყოფილი სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ტყის საპრობლემო საბჭოს "ეკოლოგიის" სექციის თავმჯდომარის მოადგილე, ვ. გულისაშვილის სახელობის მეტყევეობის ინსტიტუტის ხარისხის მიმნიჭებელი, სპეციალიზებული სამეცნიერო საბჭოს წევრი და სხვა; სატყეო მეურნეობის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მიღებული აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელი (2016), აკად თ. დავითაიას სახელობის პრემია გარემოს დაცის სფეროში (2016). 2016 წელს მიენიჭა სატყეო საქმის ექსპერტის წოდება.

Member of Organizations

  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1995-)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1994-)

Awards and Honors

  • 1990 - საქართველოს დამსახურებული მეტყევე

Bibliography


Share: