Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნუგზარ ბერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის ელექტროფიკაციის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1977 წელს. 1979-2007წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ელექტროფიკაციის ფაკულტეტზე, ხელმძღვანელობდა საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომებს; 1982-1990წწ. მუშაობდა აგრარული უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ, დირექტორად. წარმოებაში დანერგილი აქვს 14 მანქანა-დანადგარი; 1996 წელს იყო აგრარული უნივერსიტეტის სადისერტაციო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი; 2006 წელს- საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საინჟინტო სფეროს რეაბილიტაციის მუდმივმოქმედი კომისიის წევრი; 2006 წლიდან მუშაობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისისში სხვადასვა თანამდებობებზე: ელექტროტექნიკური დეპარტამენტის ტექნიკური სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის უფროსი, შემდეგ დირექტორი. 1985 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი. 70-დე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 6 საავტორო მოწმობის მფლობელი წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 40 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |