The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკო იტრიევი

დაბადების თარიღი:1 აგვისტო, 1878
გარდაცვ. თარიღი:თებერვალი, 1971  (92 წლის ასაკში)
კატეგორია:მუშა, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახალქალაქი (ყოფილი გორის მაზრა), კასპის რაიონი.

1891 წელს ჩამოვიდა თბილისში, იყო მკერავის შეგირდი. მისი პირველი კორესპონდენცია დაიბეჭდა 1906 წელს გაზეთ "ლახვარში", საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ წერდა პერიოდულად; 1922 წლიდან მასალებს აქვეყნებდა გაზეთ "კომუნისტში", ასევე პუბლიცისტურ წერილებს ათავსებდა შემდეგ ჟურნალ-გაზეთებში: "მუშა", "რევოლუციის მატიანე", "პიონერი", "ქართული მწერლობა", "შრომა", "ჩირაღდანი", "Рабоче-крестьянский корреспондент", და სხვ. დააწინაურეს როგორც საუკეთესო კორესპონდენტი მუშებსა და გლეხებს შორის, დაწერილი აქვს "თამბაქოს მავნებლობა წარსულია" და "მუშა-მკერავების ისტორია", რომელიც გამოიცა მკერავთა პროფკავშირების მიერ 1930 წელს. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.469

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: