The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სულიკო ბერიძე

სულიკო ბერიძე
ოფიციალური სახელი:სულეიმან ბერიძე
დაბადების თარიღი:25 მარტი, 1933
გარდაცვ. თარიღი:4 აპრილი, 2009  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტროსადგურების, ქსელებისა და სისტემების სპეციალობით 1956 წელს.

1956-1969წწ. მუშაობდა "აწჰესში" მორიგე ინჟინრად; 1959-1964წწ. "საქსოფელექტრომშენის" აჭარის საწარმოს მთავარ ინჟინრად; 1965-1981წწ. "საქსოფელექტრომშენის" აჭარის მე-2 სამშენებლო-სამონტაჟო სამართველოს მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; 1981-1996წწ. "საქენერგოს" აჭარის გაერთიანებული საწარმოს დირექტორად; 1996-2005წწ. "საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემის" აჭარის ფილიალის მთავარ ინჟინრად. დაჯილდოებულია საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა ჯილდოებით და მედლებით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 40


გააზიარე: