შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ბლეტკინი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1969 წელს. 1969-1986წწ. მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად, მეცნიერ-თანამშრომლად, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1995-1997წწ. სს. "საქენერგორემონტის" გენერატორების სარემონტო საამქროს უფროსად; 1999-2005წწ. შპს "ბასიანი-93"-ის მთავრ ექსპერტად; 1997-2006წწ. სს. "საქენერგორემონტში" ტექნიკური დირექტორის მოადგილედ; 2006-2012წწ. სს. "საქენერგორემონტში" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ; 2012 წელს შპს. ს.ს.ე.კ. წარმოების დახმარებისა და პერსპექტიული განვითარების ჯგუფის თანამშრომელია; 2012 წელს ტირიფონისა და რიცეულა ჰესების ჰიდროგენერატორების, აგრეთვე ტყიბულისა და გარდაბნის სრესების ტურბოგენერატორების სარემონტო სამუშაოების კონსულტანტი; 2002-2007წწ. "ვარციხე ჰესების კასკადის" სარეაბელიტაციო სამუშაოების ხელმძღვანელი; 1997-2010წწ. ვარდნილჰესის გენერატორის რემონტებისა და აგრეგატების სარეაბელიტაციო სამუშაობის ხელმძღვანელი და ექსპერტი; 1996-2014წწ. ენუგურჰესის, ხრამჰესი-1 და ხრამჰესი-2 გენერატორების პერიოდული სარემონტო სამუშაოების ხელმძღვანელი, მენეჯერი და ექსპერტი; 1995-2006წწ. ექსპერტი თელასის ჰესების შესწავლის პროექტში; 1973-1995წწ. მუშაობდა კრასნოიარსკის ჰესის, უსტ-ილიმსკჰესის, ზაგოესკის ჰესის, დნეპროჰესი-2-ის, ბუშკინსკის ტურბო და ჰიდროენერგენერატორების გამოცდების მეცნიერ-მუშაკად; 1994-1995წწ. იყო შვეიცარული ორგანიზაცია "ელექტროვატის" კონსულტანტი და ენგურჰესის ჰიდროაგრეგატების მდგომარეობის შემფასებელი, მათი სარეაბელიტაციო სამუშაოების პროექტირების მიზნით; არის 50-ზე მეტი სტატიისა და 24 გამომგონების ავტორი, რომელთაგან 2 დანერგილია. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 40-41 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |