შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რეზო ჯაბნიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა მახინჯაური, ხელვაჩაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი სწავლული აგრონომის სპეციალობით 1979 წელს. 1973-1975წწ. მსახურობდა სამხედრო არმიის რიგებში. 1980-1983წწ. სწავლობდა ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო საკავშირო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1984 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1994 წელს - სადოქტორო დისერტაციები. 1996 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1985-1990წწ. მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგედ; 1990-1994წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატისტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, შემდეგ კი თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად; 1994-2004წწ. არჩეული იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის რექტორად და აკადემიური საბჭოს თავმჯდომარედ; 1995-2006წწ. - საქართველოს აგრარული და საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტების სპეციალიზირებული სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი; 1991-1996წწ. - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, აჭარის საკოორდინაციო ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე; ხელმძღვანელობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის საგანმანათლებლო პროგრამებს; 2012-2019წწ. - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, სადაც 24 დოქტორანტმა დაიცვა სამეცნიერო ნაშრომი და მიენიჭა აკადემიური დოქტორის ხარისხი. მისი ხელმძღვანელობით ცხრა ასპირანტმა, მაძიებელმა და დოქტორანტმა დაიცვა დისერტაცია, ხოლო 18 მაგისტრანტმა სამაგისტრო ნაშრომი. არის ოთხი სამეცნიერო საერთაშორისო გამოცემის, ჟურნალების: "მოამბე, "ეკონომიკა", "აგრარული საქართველო", "ხანძთა", "აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები", "აგრო NEUS" რედკოლეგიების წევრი და გამომცემლობა "აჭარის ენციკლოპედიის" მთავარი რედკოლეგიის წევრი. გამოქვეყნებული აქვს 250-მდე სამეცნიერო ნაშრომი, შვიდი მონოგრაფია, 150-მდე წერილი პერიოდულ პრესაში. არის ოცამდე სახელმძღვანელოს და მონოგრაფიის რედაქტორი, რეცენზენტი და მონაწილეობა აქვს მიღებული სამოცამდე რესპუბლიკურ და საერთაშორისო მნიშვნელობის კონგრესებსა და სიმპოზიუმებში. 2013 წელს აირჩიეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და თვითმმართელობის საკითხთა კომისიასთან არსებული, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრად და ფერმეული მეურნეობის განვითარების, ფერმერთა სწავლება-კონსულტირების საკითხებზე, მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელად. არჩეულია ბაქოსა და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტების საპატიო დოქტორად და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. 2014 წლიდან - აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მრჩეველ-კონსულტანტია. დაჯილდოებულია აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილისა და ბათუმის სახალხო აკადემიის საიუბილეო მედლებით; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა (2002) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (2018), აგრეთვე საქართველოს სოფლის მეურნეობის და საქართველოს განათლების სამინისტროების, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის საპატიო სიგელებით. მინიჭებული აქვს ექსპერტის წოდება ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების დარგში. სწავლული აგრონომი, მოღვაწეობის მიმართულება - სუბტროპიკული სოფლის მეურნეობა, ჩაი და სუბტროპიკული კულტურები. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |