შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო ბეროზაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ტეზერი, ხაშურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკის კვალიფიკაციით. 1954-1972წწ. მუშაობდა "ტყვარჩელჰესის" მორიგე ინჟინრის თანაშემწედ, მორიგე ინჟინრად, უფროს მორიგე ინჟინრად, ელექტრო საამქროს უფროსად, ტექნიკური განყოფილების უფროსად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ. 1972-1975წწ. "სამთავარენერგოს" გორის ელექტრული ქსელების მთავარი ინჟინერი, დირექტორის მოადგილე; 1975-1980წწ. სსრკ ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო ინსპექციის უფროსი ინსპექტორი, 1980-1985წწ. "საქმთავარენერგოს" იმედიანობისა და უსაფრთხოების ტექნიკის სამსახურის უფროსის მოადგილე"; 1985-1990წწ. მაღალი ძაბვის საქსელო საწარმოს საწარმო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1999-2004წწ. მუშაობდა საქართველოს ენერგოსისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე. მირებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და მადლობები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 41-42
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |