Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აბესალომ ბეროშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით სამრეწველო თბოენერგეტიკა 1967 წელს. 1968 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თბოტექნიკის კათედრაზე. 1992 წელს მოხდა სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "მიონი"-ს გადაიარაღება მის მიერ დანერგილი ვაკუმური დამჭერებით, რამაც საწარმოს დაუზოგა ყოველწლიურად ასეული ათასობით მანეთი, ამავე პერიოდს ემთხვევა მის მიერ შექმნილი უნიკალური დგუშ-ცილინდრის ჯგუფი მინიმალური დანაკარგებით ხახუნზე და პრიორიტეტული დონის მაგნიტო-ელექტრული წინსვლით-უკუსვლითი ამძრავი. ამ და სხვა გამოგონებების ბაზაზე შემუშავებული იქნა მთელი რიგი მანქანებისა არსებულ დონეს მნიშვნელოვნად აღმატებული მახასიათებლებით, რაც არ დარჩა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ყურადღების მიღმა. შესაბამისად ა. ბეროშვილის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ორი დარგობრივი ლაბორატორია, რომელმაც შექმნა ახალი ტექნიკის არაერთი წარმატებული ნიმუში. მრავალჯერდი მოქმედების კოსმოსური ხომალდის "ბურან"-ის ენერგომომარაგების სისტემაში გამოყენებული იყო მის მიერ შექმნილი თხევადი ჟანგბადის კომპაქტური და უაღრესად ენერგოეფექტური ტუმბო, კოსმოსური ხომალდისთვის მაღალეფექტური კრიოგენული სიცივის გენერატორების შექმნის შემდეგ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლაბორატორიას მიენიჭა საბჭოთა კავშირში კოსმოსური კრიოგენიკის დარგში სათავო ორგანიზაციის სტატუსი; 1997-1998წწ. თბოფიზიკის კათედრის გამგე და სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი. კოსმოსური ტექნიკის განვითარებისთვის მიღებული აქვს აკად. კორალიოვის სახელობის მედალი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1974), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1984). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 42; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.110 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |