შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ჩხიკვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზედა სიმონეთი, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქ. ქუთაისის ფილიალის საღამოს სწავლების ფაკუოტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1966 წელს. 1958 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა; მუშაობდა ქ. ტყიბულის ქვანახშირის მაღაროში, ქ. ქუთაისის სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში მუშად (კალატოზად, მლესავად); უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1966-1972წწ. სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციებში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, ტექნიკური განყოფილების ინჟინრად; 1973-1977წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "საქკოლმშენი"-ს თერჯოლის რაიონის საკოლმეურნეობათაშორისი სამშენებლო ორგანიზაციაში მთავარ ინჟინრად; 1978-1979წწ. იყო საქართველოს საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტროს თერჯოლის რაიონის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს უფროსი; 1980-1996წწ. მუშაობდა საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფროსად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელებულ იქნა მრავალი სასოფლო-სამეურნეო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ობიექტების მშენებლობა, მათ შორის: თერჯოლის რაიონის სოფლების - ჩხარის, ახალთერჯოლის, გოდოგნისა და ჭოგნარის წყალსადენის ქსელების, ჩხარის კულტურის სახლის, საჩხერის ცენტრალური საავადმყოფოს, ჭიათურის სამშობიარო სახლის, ზესტაფონის, ხარაგაულისა და ხონის რაიონული ცენტრალური საავადმყოფოების, ქ. ქუთაისის რესპუბლიკური საავადმყოფოს და სოფელ ღორეშის სასოფლო საავადმყოფოს რეკონსტრუქცია; აგრეთვე ქ. წყალტუბოში საკავშირო მნიშვნელობის ბავშვთა სანატორიუმ "ცისკარის" რეკონსტრუქცია, მესტიის ცენტრში სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სადგურის, ამბროლაურში რაიონული ექიმთა სახლის და ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში დასასვენებელი სახლის მშენებლობა, ზღვის წყლის სააბაზანო განყოფილებით; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 287-288
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |