შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ბერძენიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1956 წელს. 1956-1960წწ. მუშაობდა ქუთაისის საავტომობილო ქარხნის თბოელექტროცენტრალის უფროს მორიგე ინჟინერად; 1960-1962წწ. "საქენერგოს" საწარმო-ტექნიკური განყოფილების უფროს ინჟინერად; 1962-1965წწ. ლაჯანურჰესის მთავარ ინჟინრად; 1965-1973წწ. "საქენერგოს" გურჯაანის ელექტროქსელების მთავარ ინჟინრად; 1973-1979წწ. "საქსოფელელექტრომშენის" N7 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1979-1982წწ. ტრესტ "საქსოფელელექტრომშენის" მმართველის მოადგილედ; 1980-1985წწ. კასკად "ზაჰესის" გენერალურ დირექტორად. კასკადი აერთიანებდა აღმოსავლეთ საქართველოში მოქმედ 16 ჰიდროელექტროსადგურს და მაღალმთიან რაიონებში განთავსებულ 4 დიზელგენერატორს; 1985-2002წწ. "საქელექტრომშენის"თბილისის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსად. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 43 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |