The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მუშნი ხაშბა

მუშნი ხაშბა
Date of birth:5 May, 1903
Date of death:9 April, 1992  (at 88 years)
Category:Translator, Writer, Publicist, Journalist, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი პოკვე, სოხუმის მაზრა.

დაამთავრა პოკვეშის სამრევლო-საეკლესიო სკოლა 1915 წელს; ოჩამჩირის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებელი - 1918 წელს; სოხუმის სამასწავლებლო სემინარია (შემდგომში პედაგოგიური ტექნიკუმი) 1924 წელს; მოსკოვის ჟურნალისტიკის ინსტიტუტი 1927 წელს.

სემინარიაში სწავლის დროს აქტიურად მონაწილეობდა ლიტერატურული წრის მუშაობაში, რომელიც გამოსცემდა ხელნაწერ ჟურნალს "დილის ვარსკვლავი". 1919-1920წწ. ჟურნალ "აპსნიში" იბეჭდებოდა მისი პირველი ლექსები. ამავე გაზეთში იბეჭდებოდა მისი სტატიები და მოთხრობები. 1923-1924, 1932-1945წწ. მუშაობდა გაზეთ "აფსნი კაპშ"-ის რედაქტორად; 1927-1932წწ. რედაქტორის მოადგილედ; 1955-1956წწ. იყო ჟურნალ "ალაშარა"-ს რედაქტორი; 1957-1975წწ. ჟურნალ "ამცაბზ"-ის რედაქტორი. იყო მთელი რიგი ლიტერატურული ჟურნალების გამოცემის ინიციატორი. დიდი ღვაწლი მიუძღვის აფხაზური გამომცემლობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერებაში და მისი პოლიგრაფიული ბაზის მოდერნიზაციაში. 1938 წელს აირჩიეს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივნად. იყო აფხაზეთის საოლქო კომიტეტისა და სოხუმის საქალაქო კომიტეტის წევრი. პროზაიკოსი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე.

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.141-145; აფხაზეთის მწერალთა კავშირი: spapsny.org

Member of Organizations

  • საქათველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1945-)

Awards and Honors

  • 1968 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography


Share: